STV
რეგიონი

ხობის მერიის წინ ფეხბურთელებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ხობის საფეხბურთო კლუბის “კოლხეთის“ ფეხბურთელები და მხარდამჭერები მერიის შენობასთან აქციას მართავენ. ისინი სახელფასი დავალიანების დაფარვას ითხოვენ. აქციის მომაწილეების განცხადებით, გასულ წელს მერიის მიერ მოძიებულმა ინვესტორმა ფინანსური ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც კლუბს 81 ათას ლარამდე დავალიანება დაუგროვდა და ახლა დაშლის პირასაა მისული.

ფეხბურთელებს დღემდე არ მიუღიათ 5-6 თვის ხელფასი. გუნდის კაპიტნის, გიორგი გოგენიას განცხადებით, კლუბი რომელმაც წლების განმავლობაში ურთულესიტუაციებს გაუძლო და ახლა პრაქტიკულად დაშლის პირასაა. რამდენიმე ფეხბურთელმა კლუბი უკვე დატოვა.

აქციის მონაწილეები მერიას თხოვენ, მოიძიოს ახალი ინვესტორი ან ძველს მოსთხოვოს დავალიანების დაფარვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გაცილებით ფართომაშტაბიან აქციას გეგმავენ.

საფეხბურთო გუნდს 2016 წლამდე ხობის მერია აფინანსებდა. ის მერიის ბალანსზე დღემდე რჩება, თუმცა კერძო ინვესტორი აფინანსებს. ეს ინვესტორი ამ ეტაპზე კლუბისთვის თანხის გამოყოფას ვერ ახერხებს, რადგან გიორგი გოგენიას თქმით, მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

კაპიტნისვე თქმით, მას შემდეგ, რაც ინვესტორი გამოუჩნდათ, მოიწვიეს ახალი ფეხბურთელები, მწვრთნელები. თუმცა ამ ყველაფერმა სახელფასო ფონდის ზრდა გამოიწვია. შესაბამისად, რა თანხაც ერთ წელზე ჰქონდათ გაწერილი, მხოლოდ სამ თვეს ეყოთ.

გოგენია ამბობს, რომ კლუბი იღებს თანხას, 250 ათასი ლარის ოდენობით ფეხბურთის ფედერაციის ფონდისგან, თუმცა ამ თანხიდან ასი ათას ლარამდე ხელფასებს ხმარდება. დანარჩენი თანხა სხვა ხარჯებისთვისაა განკუთვნილი. იმ შემთხვევაში თუ ამ თანხით დავალიანებას გაისტუმრებენ კლუბს წლის განმავლობაში არსებობა გაუჭირდება.

როგორც ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს უახლოეს დღეებში მოხდება პრობლემის მოგვარება. მათივე მტკიცებით, სახსრებიც უკვე მოძიებულია.

Related posts

წალენჯიხაში განხორციელებული პროექტები განიხილეს

რედაქტორი

ზუგდიდში, “m2”-მა 7 270 118 ლარად მიწის ნაკვეთი შეიძინა

რედაქტორი

მირანდა მესხი – სამაგიდო სიებს საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები იცავენ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი