ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში კომუნისტური პარტიის ბელადის, ვლადიმერ ლენინის ძეგლია შემორჩენილი. ძეგლი რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, დევნილთა ერთ-ერთ დასახლებაში ახლაც იკავებს საპატიო ადგილს.
აღსანიშნავია, რომ უცხოელი ტურისტები და მუნიციპალიტეტის სტუმრები ძეგლთან სპეციალურად მოდიან და სამახსოვრო ფოტოებს იღებენ.