STV
რეგიონი

ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით სოფელ ინგირის მკვიდრი გიორგი ფარცვანიაც დააკავეს

ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით დაკავებული 16 პირიდან, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ზუგდიდის სოფელ ინგირის მკვიდრი გიორგი ფარცვანიაა. დაკავებულის მამის ჰამლეტ ფარცვანის ინფორმაციით, ის წუხელ თბილისში ლუკა ჩხეტიას მხარდამჭერ აქციაზე დააკავეს.”

ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით დაკავებული 16 პირიდან, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ზუგდიდის სოფელ ინგირის მკვიდრი გიორგი ფარცვანიაა. დაკავებულის მამის ჰამლეტ ფარცვანის ინფორმაციით, ის წუხელ თბილისში ლუკა ჩხეტიას მხარდამჭერ აქციაზე დააკავეს.

ფარცვანიას ოჯახი ამბობს რომ მათ წუხელ გვიან ღამით დაუკავშირდნენ შსს-დან და უთხრეს რომ გიორგი დაკავებულია პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოებთან დაკავშირებით. დაკავებება მოხდა თბილისში ლუკა ჩხეტიას მხარდამჭერ აქციაზე. ოჯახისთვის სხვა დამატებითი დეტალები უცნობია. მამიდის თქმით, გიორგი ფარცვანიას დაკავება პოლიტიკური მოტივით მოხდა, რადგან ის ენმ-ს აქტივისტია და არაერთხელ განხორხიელებულა მასზე ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით.

შეგახსენებთ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი ჩატარდა.

როგორც უწყებაში თქვეს, ამ საქმეზე ჯამში დაკავებულია 16 პირი.

კიდევ ერთი ეჭვმიტანილი მომღერალი გიორგი გასვიანია. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ადასტურებს.

ყველა იმ პირის მიმართ, ვინც გამიზნულად ან სხვაგვარად ახდენს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული იქნება გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები,”- თქვეს შსს-ში.

მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ ამ საქმეზე ნაციონალების აქტივისტები გამოკითხეს, მათგან ორი დები ირმა და ინგა ხოროიშვილები კი, სავარაუდოდ, დააკავეს.

მანამდე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით ტელეკომპანია “პირველის“ ეთერში ილაპარაკა. როგორც ის აცხადებს, უკანონო ჩანაწერების საქმეზე იდენტიფიცირებულია რამდენიმე ადამიანი.

Related posts

სოციალური სახლების მშენებლობაზე კომისიამ განცხადებები გადაამოწმა

რედაქტორი

ზუგდიდის სოფლის მეურნეობის თანამედროვე კვლევითი ცენტრი ექნება

რედაქტორი

ზუგდიდის სამი სოფლის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი