STV
რეგიონი

მდინარე რიონში 16 წლის მოზარდის საძიებო სამუშაოები მეხუთე დღეა მიმდინარეობს

მდინარე რიონში 16 წლის მოზარდის საძიებო სამუშაოები მეხუთე დღეა მიმდინარეობს.

ადგილზე შექმნილია სპეციალური შტაბი, სადაც ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად კოორდინირებულ და უწყვეტ რეჟიმში გრძელდება სამძებრო-სამაშველო ღონისძიება.

პროცესში ჩართულია 30-მდე მაშველი, მათ შორის მყვინთავების დამატებითი ძალები. გარდა ამისა, წყალქვეშა სამუშაოებს სპეციალური სამძებრო აპარატით აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი კატერი და ეკონომიკის სამინისტროს ჰიდროგრაფიის სამსახურის კვლევითი კატარღა. დაწეულია მდინარეში წყლის დონე და წყლის ქვეშ დამონტაჟებულია სპეციალური ბადეები.

საძიებო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება და არ შეწყდება, ვიდრე არ იქნება ნაპოვნი 16 წლის მოზარდი.

Related posts

გიორგი შენგელიამ კახათელებთან შეხვედრა გამართა

რედაქტორი

12 საათის მონაცემებით, ზუგდიდში შუალედური არჩევნები მაღალი აქტივობით გამოირჩევა

რედაქტორი

წალენჯიხელმა ახალგაზრდამ თვითმკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი