STV
რეგიონი

სოფლის კრებებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დაესწრნენ

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებები აქტიურად მიმდინარეობს. კრებები და საჯარო კონსულტაციები უკვე ჩატარდა ზუგდიდის, მარტვილის, ჩხოროწყუს, სენაკის და აბაშის 139 სოფელსა და უბანში.

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოლობანსა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გარახასა და ნაკიანის ადმინისტრაციულ ერთეულებში, მოსახლეობის მიერ პრიორიტეტების შერჩევის პროცესს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კობა ქანთარია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ. მოსახლეობის უმეტესობამ ქოლობანში სკვერის მოწყობა, გარახაში გარე განათებისა და გზის რეაბილიტაცია, ნაკიანში კი წყალსაწრეტი არხების, წყალმომარაგების და გარე განათების რეაბილიტაცია აირჩია.

ნიკოლოზ გაგუა ადგილობრივებს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელობაზე ესაუბრა და განუცხადა, რომ კრებებზე წამოჭრილი საჭიროებებიდან გამომდინარე პროგრამის ბიუჯეტი გაორმაგდა და 40 მილიონი ლარი გახდა.

Related posts

ფოთში საზღვაო სწავლება განახლდება

რედაქტორი

რუხის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე აგრობაზრობა გაიმართა

რედაქტორი

სანდრა რულოვსი – წიგნში 90-იან წლებში რა სიტუაცუაც იყო ის აღვწერე

რედაქტორი

დატოვე კომენტარი