ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტრანსგენდერი ქალი ანასტასია პირველი და რეპერი ბერა ივანიშვილი ახალ, ერთობლივ პროექტზე მუშაობენ. რამდენიმე დღის წინ ანასტასია პირველმა ბერასთან და მის მეუღლესთან, ნანუკა გუდავაძესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. დამატებით დეტალებზე არც ერთი მხარე არ საუბრობს.
ანასტასია პირველი საზოგადოებამ რამდენიმე კვირის წინ გაიცნო. მისი გამოჩენა მუსიკალურ პროექტში “საქართველოს ვარსკვლავი” იმით გახდა საინტერესო, რომ ის ტრანსგენდერი ქალია.
ანასტასია პროექტის ათეულში ვერ მოხვდა და წელს “ევროვიზიისთვის” ბრძოლას გამოეთიშა.
ის ბავშვობიდან მღერის და ახლა ერთ-ერთი ორგანიზაციის დირექტორია.
ეგ ტრანსგენდერი არსად დაგეკარგოთ….