STV
სხვა ამბები

TELEGUIDE – ზუგდიდელი სტუდენტის მიერ შექმნილი ახალი აპლიკაცია

TELEGUIDE- ასე ქვია ახალ აპლიკაციას ანდროიდებისა და IOS სისტემის ტელეფონებისთვის, რომელიც მალე ჩაეშვება. აპლიკაციის ავტორი ზუგდიდელი დუტა პეტრედისია, რომელიც მეგობრებთან ერთად მუშაობდა აღნიშნულ პროექტზე. როგორც დუტა ამბობს აპლიკაცია ტურისტებისთვის იქნება განკუთვნილი და მის მოხმარებას თვის ბოლოდან შეძლებენ.

“პროექტის სახელია როგორც უკვე იცით ტელეგიდი. მისი მთავარი ფუნქციაა ტურისტებისთვის და არამხოლოდ ტურისტებისათვის უფრო მარტივი გახადოს მოგზაურობა. ტელეგიდის მთავარი მიზანია ნებისმიერ ღირსშესანიშნაობებზე ზუსტი და ამოუწურავი ინფორმაცია მიაწოდოს ტურისტს რამოდენიმე ენაზე. ეს ყველაფერი კი მარტივად ხდება, ტურისტს სჭირდება მხოლოდ ლოკაციისთვის სურათის გადაღება და შემდეგ ტელეგიდი მას ამოუგდებს ინფორმაციას როგორც ვიდეო, აუდიო და ტექსტის სახით. აპლიკაცია თვის ბოლოდან უკვე ხელმისაწვდომი იქნება”,-აცხადებს დუტა პეტრედისი.

აპლიკაციის ავტორის განცხადებით, პრიორიტეტული მხარე აპლიკაციაში სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის პოპულარიზაციას დაეთმობვა, თუმცა თავად აპლიკაცია საქართველოს ღირშესანიშნაობებზე იქნება აწყობილი.

Related posts

“მორიალე მოროსკუა….” – პაპუნა შუშანიას ბლოგი

რედაქტორი

პენსიონერებს, შშმ პირებს და სოციალურად დაუცველებს მედიკამენტებზე დანახარჯი გაუნულდებათ

რედაქტორი

მიმდინარე წელს ოჯახში ძალადობაში 16 პოლიციელი ამხილეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი