STV
ეკონომიკა

ფოთში ახალი საზღვაო ტერმინალი აშენდება

ფოთში ახალი საზღვაო ტერმინალი მოეწყობა და აკვატორიის სიღრმე გაიზრდება, რისი მეშვეობითაც ნავსადგური 50 ათას ტონამდე ტვირთამწეობის გემების მიღებას შეძლებს.

პროექტს „პეის ჯგუფი“ განახორციელბს. იგი რეგიონში უმსხვილესი სატრანსპორტო კომპანიაა, რომელიც საზღვაო სააგენტოს, საბროკეროს, ლოgისტიკურ, საკონტეინერო და ნავმისადგომების ოპერატორ კომპანიებს აერთიანებს.

პროექტის საერთო მოცულობა 120 მილიონი დოლარია და ორ ფაზას ითვალისწინებს. პირველი ფაზის საერთო საინვესტიციო ღირებულება 93 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მათ შორის 50 მილიონი აშშ დოლარი აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის მიერ გამოიყოფა.

ახალი ტერმინალი განთავსდება 25 ჰა მიწის ფართობზე.

აკვატორიის სიღრმე გაიზრდება 12 მეტრამდე, რის მეშვეობითაც ნავსადგური შეძლებს 50 ათას ტონამდე ტვირთამწეობის გემების მიღებას.

Related posts

რეგიონულ ბიზნეს ფორუმს ალექსანდრე მოწერელია დაესწრო

რედაქტორი

რა შემთხვევაში ვერ აიღებთ სესხს ბანკიდან? – 1 ნოემბრიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდება

რედაქტორი

ბახტაძე: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სახელმწიფოს სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია

რედაქტორი

დატოვე კომენტარი