STV
კონფლიქტი

მდინარე ენგურზე არსებული გადასასვლელი გაიხსნა

აფხაზეთის დეფაქტო მთავრობამ H1N1 ვირუსის გამო ჩაკეტილი ე.წ. საზღვარი გახსნა. ენგურის ხიდზე მიმოსვლა შეუძლია ყველას, ვისაც ფორმა #9 და დროებითი ბინადრობის მოწმობა აქვს.

როგორც სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმონადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ განაცხადა არ ატარებენ პირებს, ვისაც ე.წ. აფხაზური მწვანე პასპორტები აქვთ იმ მიზეზით, რომ ისინი ვადაგასულია.ატარებენ მას ვისაც აქვს ე.წ. ბინადრობის მოწმობა და ფორმა #9.

შეგახსენებთ, რომ მდინარე ენგურზე არსებული ერთადერთი გადასასვლელი „ღორის გრიპის“ ეპიდემიის საბაბით საოკუპაციო რეჟიმმა 11 იანვარს ჩაკეტა. მას შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დადგა.

Related posts

ოკუპირებულ აფხაზეთში ღორის გრიპის სამი შემთხვევა დაფიქსირდა

რედაქტორი

აბიტურიენტი ოკუპირებული გალიდან: “ორმა მოსწავლემ კიდევ სცადა ამ გზით წამოსვლა, თუმცა ვერ მოახერხეს და დაიჭირეს”

რედაქტორი

აფხაზეთის დროებით დეფაქტო პრემიერ-მინისტრად დაურ არშბა დაინიშნა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი