STV
კრიმინალი

პოლიციამ საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მცდელობის ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული ლ. გ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარის N1 სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარის N1 სასაფლაოზე, ერთ-ერთი საფლავიდან ბიუსტის მოპარვას ცდილობდა, რა დროსაც იგი პოლიციამ ადგილზე დააკავა. გამოძიება საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-258-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

Related posts

სამეგრელოში, იარაღის უკანონოდ ტარებისთვის ერთი პირი დააკავეს

რედაქტორი

სოფელ ერგეტაში მამაკაცმა ბიძა ეჭვიანობის მოტივით მოკლა

რედაქტორი

ზუგდიდის პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი