STV
რეგიონი

ზუგდიდის მე-6 სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

ზუგდიდის მე-6 სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

“საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ჩატარებული გამოძიების შედეგების შესახებ კი დამატებით ეცნობება საზოგადოებას”,- აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.

ზუგდიდის მე-6 სკოლაში ინსპექტირება მოქალაქის წერილის საფუძველზე გასული წლის ნოემბერში ჩატარდა. დეკემბერში კი, ინსულტის შედეგად გარდაიცვალა სკოლის დირექტორი ია კერზაია. ოპოზიცია გარდაცვალებას ინსპექტირებასა და ია კერზაიაზე პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს. მომხდარზე გამოძიების დაწყებას ითხოვდა ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელიაც.

Related posts

ანაკლიასა და განმუხურში განსახორციელებელი პროექტებისთვის 5 მილიონამდე ლარი გამოიყო

რედაქტორი

სენაკის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

რედაქტორი

ალექსანდრე მოწერელიამ რეგიონის სოფლის რწმუნებულებს თხილის დაცვის პროგრამა გააცნო

რედაქტორი

დატოვე კომენტარი