STV
რეგიონი

ფოთში თანამედროვე სტანდარტების საცურაო აუზი აშენდება

ფოთში სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობა მიმდინარეობს. ინფორმაციას ქალაქ ფოთის მერია ავრცელებს. მშენებლობის პროცესს ფოთის მერი გოჩა კურდღელია პირველ მოადგილესთან, კონსტანტინე თოფურიასთან ერთად გაეცნო.

უწყების ინფორმაციით, ობიექტზე დასრულებულია ფუნდამენტის სამუშაოები და კომპანია, პროექტის შესაბამისად, შემდგომი სამშენებლო პროცესის დასაწყებად ემზადება.

მათივე ცნობით, მშენებლობას კომპანია „Cobra Instalaciones servicios, S.A. branch Georgia “ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 14 500 136 ლარია. საცურაო აუზი 350 ადამიანზე გათვლილი .

ფოთის მერის გოჩა კურდღელიას თქმით, პროექტი ფოთის მაჟორიტარის ირაკლი ხახუბიას უშუალო ჩართულობით ხორციელდება.

Related posts

150-მდე “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი დილით, ზუგდიდიდან თბილისისკენ გაემგზავრა

რედაქტორი

ძლიერმა ქარმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გარკვეული სახის პრობლემები შექმნა

რედაქტორი

ფოთის მერი ავსტრიის ელჩს, არად ბენკოს შეხვდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი