STV
რეგიონი

ზუგდიდს მალე განახლებული ავტოპარკი ექნება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ 15 საზოგადოებრივი ავტობუსის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3`419`544.00 ლარია.

სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მერია შეისყიდის უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არ მყოფი, ერთი მარკა/მოდელის, კონდიცირება-ვენტილაციის სისტემით აღჭურვილი. გამოშვების წელი: არანაკლებ 2018. თითოეული ავტობუსის მიერ გავლილი მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 6000 კმ-ს.

კიდევ ერთი სატენდერო პირობაა ხმის გამაძლიერებლები მგზავრთა განყოფილებაში ხმის თანაბრად გავრცელებისთვის და მიკროფონი მძღოლის კაბინაში.

ავტობუსი შშმ პირთათვის ადაპტირებული იქნება.

Related posts

ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი სენაკის მუნიციპალიტეტში გადმოასვენეს

რედაქტორი

შანავა -იმ ტერიტორიაზე სადაც ახალი სასტუმრო უნდა აშენდეს დადიანების ბაღი არასდროს ყოფილა

რედაქტორი

ზუგდიდის მერიამ წარჩინებულ კურსდამთავრებულებს განმუხურის აკვაპარკში უმასპინძლა

რედაქტორი

2 კომენტარები

პაატა თებერვალი 12, 2019 at 8:52 pm

3`419`544.00 ლარი რათ უნდა 15 ავტობუსს მიპასუხეტ ვინმემ ვაგმახანგათ ბარგამო!!! გზები რას გავს რა საშინელებაა.. 1 ავტობუსი ღირს 15 ათასი დოლარი და 15 ავტობუსს ამდენს ხარჯავთ.. ვაიმე შვვილებოო!!

პასუხი
თათია თებერვალი 17, 2019 at 9:39 pm

88000$ ერთი ავტობუსისთვის ძალიან ძვირი არ გამოდის?! თუ მე ვერ ფავთბალე რამე?!

პასუხი

დატოვე კომენტარი