STV
ექსკლუზივი

კულტურის ცენტრში არსებული დარღვევები და რეაგირების გარეშე დარჩენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებები

ერთიდაიმავე სახის მომსახურებაზე გაფორმებული სხვადასხვა ღირებულების ხელშეკრულებები, საქართველოს მთავრობის დადგენილების მოთხოვნის დარღვევა და ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილება, არასრულყოფილად შედგენილი ქირავნობით და იჯარით გაცემული ფართების მიღება-ჩაბარების აქტები – ეს ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის მიერ მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის დროს გამოვლენილი შეუსაბამობებია, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის, ინსპექტირების განყოფილებამ 2018 წლის 27 აგვისტოდან 06 დეკემბრამდე განახორციელებული ინსპექტირების შედეგად გამოავლინა.

საქართველოს მთავრობის დადგენილების მოთხოვნის დარღვევა და ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილება – . ა(ა)იპ „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ დირექტორმა „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი“-ს სარეპეტიციო დარბაზის და სხვა დანიშნულების ფართის მომსახურების ტარიფი, აგრეთვე ა(ა)იპ „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი“-ს დარბაზის მომსახურების ტარიფი, რომლებიც შეთანხმებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან, რადგან „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი“-ს სარგებლობაში არსებული უძრავი ქონება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებას წარმოადგენს, აღნიშნული ქონების მესამე პირებისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის განსაზღვრა უნდა მომხდარიყო მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა და აღნიშნულით დარღვეულია საქართველოს მთავრობის დადგენილების მოთხოვნა.

2018 წლის განმავლობაში ა(ა)იპ „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი“-ს მიერ სხვადასხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან გაფორმებულია იჯარის და ქირავნობის ხელშეკრულებები , რომელთა სახელშეკრულებო ღირებულება არ შეესაბამება ა(ა)იპ „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი“-ს დირექტორის მიერ დამტკიცებულ მომსახურეობის ტარიფებს, მათ შორის ერთიდაიმავე სახის მომსახურებაზე ცენტრის მიერ გაფორმებულია სხვადასხვა ღირებულების ხელშეკრულებები, რითაც ცენტრის მიერ დარღვეულია კანონმდებლობის მოთხოვნა, ვალდებულების შესრულების პირობა განესაზღვრა სამართლიანობის საფუძველზე. აღნიშნულით ცენტრის მიერ არათანაბარ მდგომარეობაში იქნა ჩაყენებული სხვადასხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირები.

არასრულყოფილად შედგენილი ქირავნობით და იჯარით გაცემული ფართების მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც შემდგომ საფუძვლად უდევს ანგარიშსწორებას, კერძოდ: მიღება-ჩაბარების აქტებში არ არის დაფიქსირებული ინფორმაცია ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების შესახებ.

ცენტრის სარგებლობაში არსებული ფართების გადაცემა-თხოვების ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდებოდა მერთან შეთანხმების გარეშე – კერძოდ, აუდიტის დასკვნის თანახმად, ა(ა)იპ „ხელოვნების და კულტურის განვითარების ცენტრის“ მიერ 2018 წლის განმავლობაში ქ. ზუგდიდში, ჯანაშიას ქუჩა N12-ში და ზვ. გამსახურდიას გამზირი N28-ში მდებარე ფართები თხოვების ხელშეკრულების საფუძველზე უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაცემულია სხვადასხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, 5 სხვადასხვა შემთხვევაში. აღნიშნული ხელშეკრულებების შესწავლისას ირკვევა, რომ ცენტრის სარგებლობაში არსებული ფართების გადაცემა თხოვების ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდებოდა მერთან შეთანხმების გარეშე.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების სფეროში განხორციელებული საქმიანობისას სხვადასხვა შეუსაბამობები გამოვლინდა. კერძოდ, ა(ა)იპ „ხელოვნების და კულტურის განვითარების ცენტრი“-ს მიერ 2018 წლის 7 მაისს გაფორმებულ იქნა N23 ხელშეკრულება შპს „არმი“-სთან ა(ა)იპ „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი“-ს ადმინისტრაციული შენობის შიდა ოთახების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების შესახებ.

შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის, ინსპექტირების განყოფილებამ 2018 წლის 27 აგვისტოს განახორციელა ა(ა)იპ „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი“-ს ადმინისტრაციულ შენობაში შპს „არმი“-ს მიერ შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერება, რა დროსაც გამოვლინდა, რომ სრულად არ იყო შესრულებული ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოები, კერძოდ: გალაქული ფიჭვის პლინტუსები ნაწილობრივ იყო დამონტაჟებული (იხ. თანდართული ფოტომასალა). ამასთან, ა(ა)იპ „ხელოვნების და კულტურის განვითარების ცენტრი“-ს მიერ 2018 წლის 7 მაისს გაფორმებული N23 ხელშეკრულების ინსპექტირების ჯგუფის მიერ 2018 წლის 2 ივლისის დასკვნითა და ცენტრის მიერ 2018 წლის 6 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტით დადასტურებულია შპს „არმი“-ს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების ფაქტი. აქვე უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ ინსპექტირების პერიოდში ზემოაღნიშნული ხარვეზი გამოსწორდა ამასთან, ა(ა)იპ „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი“-ს მიერ აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა განხორციელებულ იქნა იმ ვითარებაში, რომ ზუგდიდში, ჯანაშიას ქუჩა მდებარე შენობა მას საკუთრებაში არ გააჩნდა.

Related posts

სანდრა რულოვსს 7 აპრილს ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობა” წარადგენს

რედაქტორი

“ეს იქნება არატრადიციული წარდგენა”- სანდრა რულოვსის წარდგენას ზუგდიდში მალავენ

რედაქტორი

ექსკლუზივი: როტაცია შსს-ში- სამხარეო პოლიციის უფროსი იმერეთის გუბერნატორი ხდება?

რედაქტორი

დატოვე კომენტარი