STV
რეგიონი

ნოჯიხევში სოფლის კრებას მთავრობის წარმომადგენლები და სახელმწიფო რწმუნებული დაესწრნენ

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებები აქტიურად მიმდინარეობს. კრებები და საჯარო კონსულტაციები უკვე ჩატარდა ზუგდიდის, მარტვილის, ჩხოროწყუს, სენაკის, აბაშის, მესტიისა და ხობის 175 სოფელსა და უბანში.

მოსახლეობის მიერ, პრიორიტეტების შერჩევის პროცესს, ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, პრემიერის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია დაესწრნენ.

მოსახლეობის უმეტესობამ ნოჯიხევში ამბულატორიის შენობის რეაბილიტაციას და საბავშო ბაღში სკვერის მოწყობას დაუჭირა მხარი.

ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ, ასევ გააცნეს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ დაგეგმილი ღონისძიებები.

კრებებზე წამოჭრილი საჭიროებებიდან გამომდინარე, მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი გაორმაგდა და 40 მილიონი ლარი გახდა. პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება. პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილია.

Related posts

ფოთის ვიცე-მერმა სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

რედაქტორი

სენაკში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონი აშენდება

რედაქტორი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის საჯარო შეხვედრა გაიმართა ზუგდიდში

რედაქტორი

დატოვე კომენტარი