STV
რეგიონი

ფოთში, უკმაყოფილო მეთევზეებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ

თევზაობაზე დაწესებულ რეგულაციებთან დაკავშირებით უკმაყოფილო მეთევზეებს კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციულ შენობაში , ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია, მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე თოფურია, საკრებულოს წევრები, კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასთან ერთად შეხვდნენ.

ფოთელი მეთევზეები პალიასტომსა და მდინარეებზე თევზაობის შეზღუდვებს აპროტესტებენ. ქალაქის მესვეურები მათ, კანონის ფარგლებში, ყველა პრობლემატური საკითხის მოწესრიგებაზე შუამდგომლობას დაჰპირდნენ.

„ფოთში ნადირობით და თევზაობით ძალიან ბევრი ადამიანი არის დაკავებული. აღნიშნული სფეროს განვითარება ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მეთევზეებს ჩვენთან ერთად კოლხეთის ეროვნული პარკის ახალი ხელმძღვანელობა შეხვდა, რომელმაც აღნიშნულ საკითხზე ერთობლივი მუშაობის სურვილი გამოთქვა. დარწმუნებული ვარ ეტაპობრივად შევძლებთ პრობლემების გადაწყვეტას“, – განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.

Related posts

ფოთში ქუჩების ორმული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს

რედაქტორი

უცნობი მედიასაშუალების წარმომადგენელი საარჩევნო უბანზე პრობლემებს ქმნის

რედაქტორი

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი