STV
რეგიონი

ალექსანდრე მოწერელია მერის პირველ მოადგილესთან ერთად ჭკადუაშის მოსახლეობას შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული რეგიონის სოფლებში არსებული ვითარების შესწავლას აქტიურდ აგრძელებს. ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მერის პირველ მოადგილესთან გიორგი შენგელიასთან ერთად ამჯერად სოფელ ჭკადუაშში მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე არსებულ პრობლემებს გაეცნო.

შეხვედრაზე მოსახლეობამ გზისა და წყალმომარაგების პრობლემის შესახებ ისაუბრა.

ჭკადუაშში გზის რეაბილიტაციის მესამე ეტაპის სამუშაოებზე ტენდერი უკვე დასრულებულია და გზის დაგება უახლოეს მომავალში დაიწყება, რაც შეეხება წყალმომარაგების საკითხს ჯინჯოლავების უბანში წყალის პრობლემა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დახმარებით გადაიჭრება, სხვა უბნებში კი წყალმომარაგების აღდგენა საპროექტო სამუშაოების განხორციელების შემდეგ მოხდება.

შეხვედრაზე ალექსანდრე მოწერლია მოსახლეობას თხილის სექტორში არსებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზეც ესაუბრა. სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, სამთავრობო პროგრამასთან ერთად სექტორში არსებული პრობლემის მოგვარებაში, აუცილებელია აქტიურად უნდა ჩაერთონ თავად ფერმერები.

მოსახლეობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ალექსანდრე მოწერელია, ჭკადუაშში, დადიანების ყოფილ სანადირო რეზიდენციაში, სალომე დადიანისა და აშილ მიურატის შთამომავლებს სტუმრობდა. სახელმწიფო რწმუნებულს ალენ მიურატმა საოჯახო სასტუმრო დაათვალიერებინა და სამომავლო გეგმები გააცნო.

Related posts

ფაცაცია ზოდელავას: ,,თქვენ რომ გენერალური პროკურორის მოადგილე იყავით, მაშინ იყო აქ ხალხი ყვიროდა ,,ვაღოლა წიე ვაღოლაო”

რედაქტორი

ალექსანდრე მოწერელია ბრაიან კინგთან ერთად სოფელ მუჟავას ესტუმრა

რედაქტორი

ზუგდიდში, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი