STV
სოფლის მეურნეობა

სენაკში, სოფელ ფოცხოში შპს ,,აგროთემა’’ ლურჯი მოცვის ბაღს აშენებს

ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში შპს ,,აგროთემა’’ 6 ჰა მიწის ნაკვეთზე ლურჯი მოცვის ბაღს აშენებს. პროექტი პროგრამა ,,დანერგე მომავლის” ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. შპს ,,აგროთემამ“ 100 000 ლარამდე სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, რომელიც კენკროვანი კულტურის ნერგებისა და თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემისთვის იყო განკუთვნილი.

პლანტაცია ეწყობა უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, სამუშაოზე დასაქმებულია 50-მდე ადგილობრივი.

ლურჯი მოცვის ბაღის გაშენების პროცესი და დაგეგმილი სამუშაოები შპს ,,აგროთემას“ წარმომადგენლებმა სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს კახაბერ კუპრეიშვილს გააცნეს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი შპს ,,აგროთემა“ ნერგებით ბრიტანული კომპანიიდან მარაგდება.

ამ ეტაპზე, აქტიურ ფაზაშია, ლურჯი მოცვის სახეობების – ლეგასის, ბლუგოლდის, გლუკროპისა და სხვა საექსპერიმენტო ჯიშების გაშენების პროცესი.

ლურჯ მოცვზე მაღალი მოთხოვნაა როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე.

Related posts

ფერმერთა რეგისტრაციის პროექტი დაიწყო

რედაქტორი

ENPARD-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრებმა სოფლის მეურნეობის სექტორში ქალთა ჩართულობის შესახებ იმსჯელეს

რედაქტორი

ციტრუსის ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11-ჯერ მეტია

რედაქტორი

დატოვე კომენტარი