STV
კრიმინალი

ფარული ვიდეო ჩანაწერების საქმეზე ზუგდიდელი ზაალ ლატარია დააკავეს

ფარული ვიდეო ჩანაწერების საქმეზე ამ წუთებში ბათუმის პოლიციაში ზუგდიდელი ზაალ ლატარია  გამოკითხვაზე მოწმის სახით იმყოფება. ამის შესახებ STV-ს შსს-ში განუცხადეს. დაკავებულის შვილის ლანა ლატარიას ინფორმაციით, მისი მამა ბათუმში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც ის სამართალდამცავებმა პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. მისივე თქმით, ლატარია უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ყო­ფი­ლი სპეც­რაზ­მე­ლია.

ცნობისათვის, ვიდეოჩანაწერების საქმეზე 17 პირია დააკავეს, მათ შორის, ზუგდიდელი გიორგი ფარცვანია. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს

Related posts

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

რედაქტორი

ზუგდიდში, გვიან ღამით ათონის მთაზე მოღვაწე ბერი გიგა ქავთარაძე დაკავეს

რედაქტორი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

რედაქტორი

დატოვე კომენტარი