STV
რეგიონი

სოფელ მუჟავაში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები დაათვალიერეს წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა გოგა გულორდავამ და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ.

პროექტი ასფალტობეტონის საფარის დაგებასთან ერთად ითვალისწინებს სავალ ნაწილზე და ეზოების მისასვლელებთან წყალსატარი მილების, რკინა–ბეტონისა და მონოლითური კიუვეტების მოწყობას, საგზაო ნიშნების მოწყობასა და სხვა სამუშაოებს.

საავტომობილო გზის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 4`679`830.00 ლარით დაფინანსდა. ამ პროექტის განხორციელებით მუჟავას საავტომობილო გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთი სრულად რეაბილიტირდება.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ონიქს როუდი’ ასრულებს.

Related posts

ნინო ვიბლიანი ეწერში საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესს გაეცნო

რედაქტორი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ მედალოსან მოსწავლეებს აკვაპარკში უმასპინძლა

რედაქტორი

თხილის დაცვის პროგრამა სამეგრელოში – სახელმწიფო რწმუნებულის პოზიცია [ვიდეო]

რედაქტორი

დატოვე კომენტარი