STV
სამართალი

ფარული ვიდეოჩანაწერის გავრცელების ბრალდებით დაკავებულ ზაალ ლატარიას ბრალი

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ბრალდებით დაკავებულ ზაალ ლატარიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარედგინა. ამის შესახებ ზაალ ლატარიას ახალმა ადვოკატმა ვახტანგ იაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, დაკავებული მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

ზუგდიდის მცხოვრები ზაალ ლატარიას ადვოკატი მანამდე ბაჩუკი ყურაშვილი იყო.მისი განცხადებით, ლატარია ბრალს არ აღიარებს და განმარტავს, რომ უცნობი პირისგან მიიღო ვიდეოჩანაწერი, რომელიც უხარისხო იყო, ბუნდოვანი გამოსახულებით, თუმცა არ გაუვრცელებია. ადვოკატისვე ცნობით, ამ მიზეზით ზაალ ლატარიამ ისიც ვერ გაარკვია, თუ რა ჩანაწერზეა საუბარი.

პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სულ 18 პირია დაკავებული.

Related posts

ზუგდიდის ყოფილი მერის და ვიცე მერის სასამართლო პროცესი გადაიდო

რედაქტორი

ზუგდიდის ყოფილი მერის საქმეზე საქალაქო სასამართლოს განჩინება დაცვის მხარემ გაასაჩივრა

რედაქტორი

ლევან თორიას ძალადობის ფაქტზე 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალი წარედგინა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი