STV
კონფლიქტი

ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდება

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგია 20 თებერვლიდან ყოველდღე 11:00-დან 14:00 საათამდე გაითიშება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჩერნომორენერგო“ ავრცელებს.

„ელექტროენერგიის შეზღუდვა იმოქმედებს დეფიციტის შევსებამდე რუსეთიდან ელექტროენერგიის მოწოდების გზით“, – აღნიშნულია შეტყობინებაში.

კომპანიის ცნობით, „ენგურჰესში“ წყლის დონე ყოველდღე იკლებს. „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესის“ საპროგნოზო გამომუშავება მარტი-აპრილის წყალუხვ სეზონამდე 310 მილიონი კვტ.სთ იქნება, აფხაზეთის სავარაუდო მოხმარება კი, 366 მილიონი კვტ.სთ.

Related posts

სოხუმში ნომერ მეორე სკოლა იწვის

რედაქტორი

აფხაზურმა მხარემ ენგურის ხიდი დროებით ჩაკეტა

რედაქტორი

აფხაზები რუსეთის საზღვართან პროტესტის ნიშნად ტონობით მანდარინს ყრიან [ვიდეო]

რედაქტორი

დატოვე კომენტარი