STV
რეგიონი

სოფელ ჯიხაშკარში ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესქტო აქცია გამართა

ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარის მცხოვრებლებმა გზის შეკეთების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მართავეს.ისინი ობუჯი – ჯიხაშაკრის დამაკავშირებელი გზის 6 კილომეტრიანი მონაკვეთის აღდგენას ითხოვენ. ადგილობრივების განცხადებით, მათ გზის შეკეთების მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს მერიას, თუმცა უშედეგოდ.

შეკრებილებს აქციაზე ზუგდიდის ვიცე-მერი გიორგი შენგელია შეხვდა. შენგელია განაცხადა უაზლოეს მომავალში აღნიშნული პრობლემის მოგვარებას დაპირდა. მისი თქმით, ჯიხაშკარის გზის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა, მაგრამ ხელახლა გამოცხადებულ ტენდერში გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია და მიმდინარეობს დოკუმენტაციის შესწავლა.

“დაახლოებით ათ სამუშაო დღეში დასრულდება აღნიშნული გზის მშენებლობის პროექტი და ამის შემდეგ დაიწყება სამუშაოები. აღნიშნული ტენდერი გამოცხადებული იყო ადრეც, თუმცა იმის გამო რომ არ მიიღეს კომპანიებმა მონაწილეობა, სამწუხაროდ ჩაიშალა. დღეს უკვე შერჩევა- დაზუსტების ეტაპზეა ტენდერი და სავარაუდოდ სამუშაოები მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყება”,-განაცხადა ზუგდიდის მერის მოადგილემ გიორგი შენგელიამ.

Related posts

ზუგდიდის მერიაში ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლებს უმასპინძლეს

რედაქტორი

სენაკის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

რედაქტორი

ანაკლიაში ადგილობრივ მეწარმეებს გრანტები გადაეცათ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი