STV
კულტურა

სენაკში ნადეჟდა გვაძაბიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამხატვრო სკოლაში საქართველოს დამსახურებული მხატვრის, წარმოშობით პოლონელი შემოქმედის ნადეჟდა გვაძაბიას (ერესენკოვა) ხსოვნის საღამო გაიმართა.

ნადეჟდა გვაძაბია – ყოფილი ხალიჩების კომბინატის მთავარი მხატვარი, ამავე დროს, ხალიჩების და გობელენების შემქმნელი გრაფიკოსი და აკვარელისტი გახლდათ, რომელიც წარმატებით მონაწილეობდა რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებში თბილისში, მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, თურქეთში, არაბეთის გაერთიანებულ რესპუბლიკაში, დასავლეთ გერმანიასა და მშობლიურ პოლონეთში.

თავის მეორე სამშობლოზე – საქართველოზე და განსაკუთრებით – სენაკზე უზომოდ შეყვარებული ხელოვანი გაიხსენეს მისმა მეგობრებმა – ხსოვნის საღამოს ორგანიზატორებმა, სენაკელმა მხატვრებმა, მუსიკოსებმა, საზოგადოების წარმომადგენლებმა. მხატვრის ღვაწლზე ისაუბრა სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა. საღამოს ასევე მერიის შესაბამისი სამსახურების და სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ურთულესი იყო არაორდინალური ხელოვანის ცხოვრებისა და შემოქმედების გზა, რომელიც ეპოქალურ ქარტეხილებზე გადიოდა. ეს უცნაური ადამიანი შეიყვარა და შეისისხლხორცა სენაკმა. ჩვენში, ალბათ, არ არსებობდა ოჯახი, რომელსაც მისი გასაოცრად ქართული ესკიზების მიხედვით შექმნილი ხალიჩა არ ამშვენებდა.

ნადეჟდა გვაძაბიას ღვაწლის ჯეროვანი დაფასება და მრავალფეროვანი შემოქმედების სიღრმისეული წარმოჩენა მომავლის საქმეა – ითქვა ხელოვანის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე.

Related posts

ლიეტუას თეატრმა სპექტაკლი „გზა სამოთხისკენ“ გამართა

რედაქტორი

სალხინოს სასახლის კამერატა დაიხურა

რედაქტორი

ზუგდიდში რაულ ჩილაჩავას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი