STV
ექსკლუზივი

ზუგდიდში სავარაუდოდ H1N1 ვირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

ზუგდიდში სავარაუდოდ H1N1 ვირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ექიმების განცხადებით, 61 წლის მამაკაცი, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში დაახლოებით ერთი კვირის წინ შეიყვანეს, ორმხრივი პნევმონია დაუდგინდა.  პაციენტი მოგვიანებით თბილისის ერთ-ერთ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

“ევექსის” კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას განცხადებით, პაციენტს სისხლმბადი ორგანოების დაუზუსტებელი ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა ფილტვების დაზიანებით.

ერთკვირიანმა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო და შუახნის მამაკაცი თბილისში გუშინ გარდაიცვალა. გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი საკუთარ სახლში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაქვინჯში უკვე გადაასვენეს.

Related posts

ზუგდიდის მერია ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურის უფროსმა დატოვა

რედაქტორი

ექსკლუზივი: ლაშა გოგია აცხადებს, რომ ის სიმართლეს დაამტკიცებს

რედაქტორი

“მე მზად ვარ ვემსახურო ჩემს ქალაქს და თანაქალაქელებს და გავხდე ზუგდიდის მერი”

რედაქტორი

დატოვე კომენტარი