STV
კონფლიქტი

სოფელ შამგონაში რუსმა ოკუპანტებმა ადგილობრივი გულად ხუბუა დააკავეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს ადგილობრივი გულად ხუბუა დააკავეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. გულად ხუბუას ახლობლების განცხადებით, დაკავების დროს ხუბუა არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, თუმცა მას ე.წ საზღვარი არ გადაუკვეთავს.

ოჯახის წევრების ინფორმაციით ხუბუა დილამდე სოფელ თაგილონში, რუსი ოკუპანტების ე.წ შტაბში იმყოფებოდა. შემდეგ კი ის გალის მილიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ხუბუების ოჯახი დღესვე მოინახულეს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ვიცე-გუბერნატორმა ირაკლი ჯიქიამ, ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ და მერის მოადგილემ გიორგი შენგელიამ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ დაკავებული ადამიანის გასათავისუფლებლად. საქმის კურში ჩააყენებენ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას.

Related posts

ევროპელი ტურისტების თვალით დანახული სოხუმი [ახალი ფოტოები]

რედაქტორი

ოკუპირებული აფხაზეთი: ირაკლი კვარაცხელიამ დაკითხვის ოთახში მოიკლა თავი

რედაქტორი

სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში ჩავიდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი