STV
კრიმინალი

ზუგდიდში ინკასაციის მანქანა დააყაჩაღეს

რამდენიმე წუთის წინ ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე “ლიბერთი” ბანკთან ინკასაციის მანქანა დააყაჩაღეს. თვითმხილველების განცხადებით იყო სროლის ხმა და არიან დაშავებულებიც. STV-ს ინფორმაციით დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას განცხადებით, კლინიკაში ერთი დაჭრილი მამაკაცი შემოიყვანეს, რომელსაც წვივის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული.

“შემოყვანილია მამაკაცი,სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით წვივის არეში,მდგომარეობა სტაბილურია, უტარდება შესაბამისი მკურნალობა”-აცხადებს სულხან ორჟონია.

სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის, ნიკოლოზ დიასამიძის თქმით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

Related posts

სოფელ დარჩელში ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა

რედაქტორი

უკრაინის პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავა [ვიდეო]

რედაქტორი

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ზუგდიდის მერს და ვიცე-მერს 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი