STV
კონფლიქტი

ოკუპანტების მიერ დაკავებული გულად ხუბუა გალის ციხეში რჩება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში, საოკუპაციო ხაზთან დაკავებული გულადი ხუბუას ოჯახი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.

როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, თუ დღეს ოკუპირებულ გალში 12 ათასი რუბლი არ გააგზავნეს, გულადი ხუბუას საქმე ე.წ. სასამართლოს გადაეცემა. დაკავებულის ძმა, მერაბ ხუბუა ამბობს, რომ ოჯახს არ აქვს აღნიშნული თანხა, მათ ვერც სამედიცინო ცნობა გააკეთეს და არ გამორიცხავს, რომ გულადი ხუბუა ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის გაასამართლონ.

ოჯახის ინფორმაციით გულადი ხუბუა გალის იზოლატორში ჰყავთ, თუმცა არ ფლობენ ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის შესახებ.

რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან სოფელ შამგონის მკვიდრი გულადი ხუბუა გუშინ დააკავეს.

Related posts

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ენგურის ხიდზე ე.წ.საბაჟო პუნქტის გახსნას აანონსებს

რედაქტორი

აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ავტოავარიაში მოჰყვა და დაიღუპა

რედაქტორი

თემურ ნადარაია – ენგურის ხიდი ჩაკეტილი იქნება მანამ, სანამ გრიპის გავრცელების საშიშროება არ მოიხსნება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი