STV
რეგიონი

სენაკის სოფლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მეორე ეტაპი დასრულდა

სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დამატებით გამოყოფილი თანხით დასაფინანსებელი პროექტები დარჩენილ 4 ადმინისტრაციულ ერთეულშიც იქნა შერჩეული.

პრიორიტეტების შესარჩევად, ძველი სენაკის, ნოქალაქევის, ლეძაძამესა და ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულებში გამართულ საერთო კრებებს/კონსულტაციებს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უფროსი დალი შონია, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ადმინისტრაციული ერთეულების მაცხოვრებლები დაესწრნენ.

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში საერთო კრებები/კონსულტაციები მუნიციპალიტეტის 14-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულდა.

მოსახლეობა თავად ირჩევს სოფლის პრიორიტეტებს, რითაც ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად მონაწილეობს სოფლის განვითარების უმნიშვნელოვანეს პროცესებში.

Related posts

სამი ფერეიდნელი ქართველი ირანიდან ზუგდიდში ფეხით ჩამოვიდა

რედაქტორი

რუხის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე აგრობაზრობა გაიმართა

რედაქტორი

ანაკლიაში, სანაპირო ზოლზე დასუფთავების მასშტაბური აქცია ჩატარდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი