STV
კრიმინალი

ფოთსა და სენაკში 20-მდე პირია დაკავებული

რამდენიმე საათის წინ სპეცოპერაცია ჩატარდა ფოთსა და სენაკში – ამ დროისთვის არსებული არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია 20-მდე პირი და მათ გამოძიება სავარაუდოდ ქურდული სამყაროს წევრობას და ქურდულ სამყაროსთან კავშირს ედავება.

ადვოკატების ინფორმაციით ჩატარდა ჩხრეკა დაკავებულების სახლებშიც, თუმცა მათივე ცნობით რაიმე მტკიცებულება სამართალდამცველებს არ ამოუღიათ.

ადვოკატების განმარტებით ჩხრეკა სასამართლოს დადგენილების საფუძველზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ფოთსა და სენაკში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 3 ადამიანის დაკავებას ადასტურებს. დაკავებულები სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციაში არიან. სპეცოპერაცია დღეს, დილით ჩატარდა.

Related posts

სამეგრელოში, იარაღის უკანონოდ ტარებისთვის ერთი პირი დააკავეს

რედაქტორი

ზუგდიდში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

რედაქტორი

სოფელ ცხუმარში ძმამ ძმა მოკლა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი