STV
სამართალი

სამეგრელოში, სპეცოპერაციის დროს დაკავებულებს ბრალი წაუყენეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში საოლქო პროკურატურამ ბრალი წაუყენა მ.გ.- ს და მ.ლ. -ს. დაკავებულებს ბრალად ედებათ ქურდული სამყაროს წევრობა.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1979 წელს დაბადებული მ.გ. და 1978 წელს დაბადებული მ.ლ. გუშინ, სპეცოპერაციის დროს დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გ.მ.- ს და მ.ლ.- ს ადვოკატის ჯიტა გულუას თქმით, გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით.

ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ. ამავე  საქმეზე დაკავებული კიდევ ერთ პირს ი. ჩ. – ს ბრალს დღეს წაუყენებენ.

საქმე უკვე გადაეცა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, რომელიც დღეს ან ხვალ იმსჯელებს აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე.

Related posts

პროკურატურა: მოქალაქეებს ზუგდიდისა და ხობის რაიონებში მდებარე უკანონოდ ჩამორთმეული 67 მიწის ნაკვეთი დაუბრუნდებათ

რედაქტორი

სასამართლომ “ლიბერთი ბანკის” ინკასატორების დაყაჩაღებაში ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდა

რედაქტორი

ლევან თორიას ძალადობის ფაქტზე 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალი წარედგინა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი