STV
ექსკლუზივი

ინციდენტი ზუგდიდში – უცნობი პირები “ნიკორას” მაღაზიაში შეიჭრნენ და თანამშრომლები სცემეს

რამდენიმე წუთის წინ ინციდენტი მოხდა ზუგდიდში. “ნიკორას” ქსელის ერთ-ერთ მაღაზიაში, ე.წ “საჯვაროს უბანთან”, ჯერჯერობით დაუდგენელი პირები შეიჭრნენ. მაღაზიის ინვენტარი და პროდუქცია დალეწეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მაღაზიის გამყიდველსა და კონსულტანტს.

ამ წუთებში მაღაზიის თანამშრომლები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. ექიმების განცხადებით, დაშავებულებს სერიოზული დაზიანებები არ არენიშნებათ, თუმცა ფსიქოლოქიური სტრესის ქვეშ არიან.

თვითმხილველების განცხადებით, მაღაზიასთან დაახლოებით ნახევარი საათის წინ ორი უცნობი მამაკაცი შენიშნეს, რომლებიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. სხვა დეტალებზე ვერ საუბრობენ.

შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან.

აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-ში აცხადებენ, რომ  გამოძიება 239-ე მუხლით აღიძრა, რაც ხულიგნობას გულისხმობს

Related posts

ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მოაბრუნეს?

რედაქტორი

“ფეხით დავდივარ” – გუბერნატორის მოადგილისთვის მანქანა ამდრომდე არ გამოუყვიათ

რედაქტორი

ექსკლუზივი: ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი სასიკვდილოდ დაჭრეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი