გაზაფხულის მობრძანებას, დედისა და ქალთა დღესასწაულებს მიეძღვნა ა(ა)ი.პ. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის“ (დირექტორი -ლევან უჩანეიშვილი) ორგანიზებით გამართული საღამო ,,დედა, ქალი, გაზაფხული…“ მოსწავლე-ახალგაზრდობის სკვერში დილიდანვე შეიქმნა ამაღლებული განწყობილება და სადღესასწაულო გარემო.
ღია ცის ქვეშ, საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე, ერთმანეთს ენაცვლებოდნენ მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრთან არსებული, ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები.
საზეიმო კონცერტს საქართველოს პარლამენტის წევრი, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.