STV
კრიმინალი

სამეგრელოში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ბრალდებულის სახით 1985 წელს დაბადებული მამაკაცია დაკავებული.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს: კალაშნიკოვის სისტემის „აკს“-ის მოდელის ორი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 8 მჭიდი 304 ვაზნით, „ფ1“-ის ტიპის ხელყუმბარა, მაკაროვის სისტემის კუსტარულად გადაკეთებული პისტოლეტი მჭიდითა და 6 საბრძოლო ვაზნით.

ამოღებულ ცეცხლსასროლ იარაღებსა და საბრძოლო მასალაზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

საქმეზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Related posts

ხობში საქართველოს ბანკის ფილიალიდან ჩასარიცხი აპარატი წაიღეს

რედაქტორი

სამეგრელოში, იარაღის უკანონოდ ტარებისთვის ერთი პირი დააკავეს

რედაქტორი

ედიშერ სიგუა მარტვილის პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი