STV
რეკლამა

უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევების მორიგი აქცია სენაკში

სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, მოსახლეობას უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები უტარდება. სამედიცინო კვლევების აქცია პერმანენტულ ხასიათს ატარებს და თვალის მიკროქირურგიული ჯავრიშვილის კლინიკა ,,ოფთალმიჯის’’ ორგანიზებითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

აქციის მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ნატალია ხუბუა. აქციის ფარგლებში, კლინიკა ,,ოფთალმიჯის’’ ზუგდიდის ფილიალის ოფთალმოლოგთა ჯგუფი ახორციელებს თვალის სრულ პირველად გამოკვლევას, დაავადებების სკრინინგს და რეფრაქციის დადგენას.

გამოკვლევა თვალის ქსოვილების შრეობრივ ანალიზს იძლევა, რითაც ვლინდება თვალის ისეთი დაავადებები, როგორიცაა: გლაუკომა, ბადურის შეშუპება, ბადურის დისტროფია და სხვა. საჭიროების შემთხვევაში, უფასო ოფთალმოლოგიური კვლევების მეორე ეტაპი მოიცავს ქირურგიულ მომსახურეობას, რომელსაც დედაქალაქიდან მოწვეული, კლინიკის ოფთალმოლოგთა ჯგუფი ახორციელებს.

Related posts

გმირების მშობელი ქალაქი არასოდეს დაივიწყებს გამორჩეულ შვილებს

რედაქტორი

წალენჯიხაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაათვალიერა

რედაქტორი

ფოთში, სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავების ღონისძიებები ტარდება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი