STV
კონფლიქტი

დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებულმა ქართველმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ოკუპირებული გალის რაიონში ადგილობრივი მკვიდრის, საქართველოს მოქალაქის ირაკლი კვარაცხელიას თვითმკვლელობის ფაქტს ჰქონდა ადგილი.

არსებული ინფორმაციით, 1990 წელს დაბადებული კვარაცხელია დეფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მიმდინარეობს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის საშუალებით აღნიშნული პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებების დადგენა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს”, – წერია სუსის განცხადებაში.

ინფორმაცია სუსმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზით, დე ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლების მხრიდან მიიღო.

დამატებითი დეტალი მომხდარის შესახებ ჯერ უცნობია.

Related posts

სოფელ განმუხურიდან რუსმა სამხედროებმა ორი ადგილობრივი მამაკაცი გაიტაცეს

რედაქტორი

ოტობაიადან გატაცებული ლევან ძანძავა ირაკლი კვარაცხელიას დაკავების ერთ-ერთი მოწმეა

რედაქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი