STV
კონფლიქტი

ირაკლი კვარაცხელია თაგილონი- ნაბაკევის საზღვართან 10 მარტს დააკავეს

ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელი სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში რეზო ქობალია აცხადებს რომ ირაკლი კვარაცხელიას ოკუპირებული გალის რაიონის სოფლების თაგილონი- ნაბაკევის საზღვართან მაშინ დააკავეს, როცა ის მდინარე ენგურით სავარაუდოდ ზუგდიდის რაიონში ცდილობდა გადმოსვლას.

მისი თქმით, ირაკლი კვარაცხელია რუსეთის საოკუპაციო ძალების ნაბაკევის ბაზაზე გადაიყვანეს. მას კვირას, 10 მარტს დასჭირდა სამედიცინო დახმარება.

როგორც რეზო ქობალია ამბობს, ირაკლი კვარაცხელიას სავარაუდოდ ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა, ასევე ჰქონდა გულის უკმარისობა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ოკუპირებული გალის რაიონში ადგილობრივი მკვიდრის, საქართველოს მოქალაქის ირაკლი კვარაცხელიას თვითმკვლელობის ფაქტს ჰქონდა ადგილი.

არსებული ინფორმაციით, 1990 წელს დაბადებული კვარაცხელია დეფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მიმდინარეობს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის საშუალებით აღნიშნული პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებების დადგენა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს”, – წერია სუსის განცხადებაში.

ინფორმაცია სუსმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზით, დე ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლების მხრიდან მიიღო.

Related posts

სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში ჩავიდა

რედაქტორი

ევროპელი ტურისტების თვალით დანახული სოხუმი [ახალი ფოტოები]

რედაქტორი

გუდაუთაში რუსი სამხედროების მონაწილოებით წვრთნა გაიმართა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი