STV
ყვითელი

ესპანურმა გამოცემამ „ევროვიზია-2019“-ის ლიდერების რეიტინგი გამოაქვეყნა [ვიდეო]

ესპანურმა გამოცემა El Periodico-მ გამოაქვეყნა „ევროვიზია 2019“ -ის იმ პრეტენდენტების რეიტინგი, რომლებიც სავარაუდოდ ლიდერის პოზიციას დაიკავებენ. გამოცემის შეფასებით, გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი ჰოლანდიელ შემსრულებელ დუნკან ლოურენს აქვს. მომღერალს ისეთ ცნობილ შემსრულებლებს ადარებენ, როგორიცაა Coldplay და ადელი.

გამოცემის ვერსიით რეიტინგში მეორეა შვედი შემსრულებელი ჯონ ლუდვიკი, სიმღერით “Too late for love”.. გამოცემა წერს, რომ შვედეთი ყოველთვის იყო განთქმული თავისი შემსრულებლებით, რომლებიც 2012 და 2015 წელს კონკურსანტთა ათეულში მოხვდნენ.

გამოცემის რეიტინგში მესამეა რუსი შემსრულებელი სერგეი ლაზარევი, სიმღერით “Scream”. გამოცემის შეფასებით ევროვიზია 2019-ზე ლაზარევის წარდგენის შემდეგ რუსეთის შანსები გაიზარდა.

ამის გარდა El Periódico ასევე განიხილავს შემსრულებელს შვეიცარიიდან ლუკა ჰენის, საცეკვაო კომპოზიციით “She got me” და ესპანელ შემსრულებელ მიკი ნუნესს, რომელიც გამოცემის შეფასებით გამარჯვების პრეტენდენტია.

გამოცემა ასევე წერს, რომ ამ შემსრულებლებს მძაფრ კონკურენციას გაუწევენ ელენ ფურეირა კვიპროსიდან, და იტალიელი მომღერალი მაჰმუდი, რომლის კლიპიც სიმღერაზე „Soldi” უკვე 48 მილიონმა ადამიანმა ნახა.

„ევროვიზია 2019″ თელ-ავივში 14, 16 და 18 მაისს გაიმართება.

საქართველოს ევროვიზიის კონკურსზე მომღერალი ოთო ნემსაძე წარადგენს. ის ევროპელი მაყურებლის წინაშე რომან გიორგაძის სიმღერით „სულ წინ იარე“ წარდგება.

გასულ წელს საქართველოს კონკურსზე წარადგენდა ეთნო-ჯაზ-ჯგუფი Iriao, თუმცა ის კონკურსის ფინალში ვერ გავიდა.

Related posts

ძმები გვასალიები მოდის ბიზნესში ყველაზე გავლენიანი ფიგურების სიაში ლიდერობენ

რედაქტორი

ვირტუალური მაკიაჟის გაკეთებას მალე facebook შემოგვთავაზებს

რედაქტორი

ელენე ფოჩხუას ახალ სიმღერაზე კლიპს გოდერძი შარაშია გადაიღებს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი