STV
რეგიონი

საინტერესო და ყველაზე საფრთხილო პროფესია – ქართული მედია 200 წლისაა

პაატა ლაგვილავა (ჟურნალისტი):

-ჟურნალისტიკა, ეს არის ყველაზე საინტერესო და ამავე დროს ყველაზე საფრთხილო პროფესია. საინტერესოა, რადგან არცერთი დღე ამ პროფესიაში არ გავს ერთმანეთს, არ გაძლევს მობეზრების და მოწყენის საშუალებას, მუდმივად ხარ იქ, სადაც ეპიცენტრია, მაგრამ სარისკოა რადგან არათუ ინფორმაციას – ერთ მცდარ სიტყვასაც, არ გპატიობს მაყურებელი. ამიტომ მუდმივად უნდა შეგეძლოს კრიტიკული თვალით შეხედვა და არასდროს, არვის არ უნდა ენდო, უნდა გიჩნდებოდეს კითხევი – რატომ მაძლევს ამ ინფორმაციას, რა სარგებელს ხედავს თვითონ, რა სურს ამით? – მუდმივი გადამოწმების ქვეშ უნდა გქონდეს ყველა ინფორმაცია.

ჟურნალისტისთვის ჯილდო არა არსებობს, ყველაზე დიდი ჯილდო ნდობაა, როდესაც უცნობი ადამიანი ქუჩაში გხვდება და გეუბნება, რომ შენი მოყოლილი ამბები, დაწერილი მასალა საინტერესო და ობიექტური იყო – ეს ყველაზე დიდი განცდაა. არც დემოკრატიის მოდარაჯე ძაღლებს ეძახიან ტყუილად ამ პროფესიის ადამიანებს, ჟურნალისტიკამ ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის საქმეში.

პირველი ქართული გაზეთის გამოცემიდან 2 საუკუნე გავიდა, ამ ხნის განმავლობაში იყო ძალიან ბევრი სირთულე და გამოწვევა, მაგრამ მთავარია რომ ეს პროფესია ყოველთვი აკეთებდა დიდ საქმეს საზოგადოების განვითარებისთვის. ჟურნალისტობა ჩემი ბავშვობის პროფესიაა, რაც თავი მახსოვს სულ მინდოდა ჟურნალისტი გავმხდარიყავი. ყველაფერთან ერთად არის ექტრემალური პროფესიაც, ხშირად შენ ერთი ადამიანი ხდები ფაქტის აღმწერიც, მომყოლიც და საზოგადოებამდე მიმტანიც.

ძალიან ბევრჯერ მომნატრებია ველზე მუშაობა, ყველაზე მეტად ამ ბოლო 4 წლის განმავლობაში ჟურნალისტობა, ჭუბერის სტიქიის დროს მომენატრა. სტიქიის ზონაში ყველაზე ადრე შევედი, კამერაც მქონდა და პირველ კადრებსაც ვიღებდი, მაგრამ მე კი არ უნდა გამეშუქებინა ეს მასალა არამედ სხვას ვაძლევდი, როგორც პრესსამსახური. მაშინ ყველაზე მეტად მინდოდა ჩართვა და იქ არსებული ვითრების საზოგადოებისთვის მოყოლა.

ყველა ჟურნალისტს ვულოცავ ამ დღეს და წარმატებებს ვუსურვებ!

 

პაპუნა შუშანია (ჟურნალისტი):

 

-მიყვარს ეს პროფესია და მგონია რომ სულ ჟურნალისტების დღეა, რადგან ამბები მუდმივად ხდება, მუდმივად მოვლენების ეპიცენტრში ხარ. შედეგად საზოგადოებრივი ცხოვრების ათასფეროვანი მოვლენებისა თუ ფაქტების გაშუქება გიწევს და შენდაუნებურად თანამედროვეობის მემატიანე ხდები. რაც მთავარია, არა მხოლოდ მემატიანე, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ზეგავლენის მომხდენი.გარდა ეთიკის კოდექსისა, საკუთარი მორალური თუ ადამიანური კოდექსის გათვალისწინებით ვალდებული ხარ ყველა ამბავი მიუკერძოებლად გააშუქო – ყოველგვარი შელამაზები გარეშე. აი, ეს ვალდებულება მიყვარს.

ყველა ჟურნალისტს  ვულოცავ პროფესიულ დღეს და ვუსურვებ წარმატებებს საქმიანობაში.

 

ნატალია ბერულავა (ჟურნალისტი):

-200 წლიანი ისტორიის მქონე ქართული ჟურნალისტიკა მეოთხე ხელისუფლება ჯერ ვერ გახდა… მცნება “სიტყვის თავისუფლება ” ბოლომდე არ არის გააზრებული. არ დავწერ სანამდე მიგვიყვანა ამან … ჟურნალისტები საზოგადოებრივ ცხოვრებაზე სერიოზულ ზეგავლენას ახდენენ… მინდა ეს ზეგავლენა დადებითი იყოს. 21-ე საუკუნის ქართული ჟურნალისტიკა .ძალიან პოლარიზებულია, რაც პირადად მე არ მომწონს .

Related posts

ზუგდიდში მოწამლული ბავშვები ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს [ვიდეო]

რედაქტორი

მნიშვნელოვანი პროექტები სენაკში 2013-2018 წლები

რედაქტორი

,,ოკუპაციით წართმეული უფლება”- სამუშაო შეხვედრა სენაკში

რედაქტორი

დატოვე კომენტარი