STV
სამართალი

დაიკითხება თუ არა ვარდო ფალიანი იძულებული წესით? – მესტიის საკრებულოს წევრის მკვლელობის საქმის დეტალები

მესტიის საკრებულოს წევრის ლომარ ნიგურიანის მკვლელობის საქმეზე ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულის დედის მოწმის სახით იძულებით წესით მოყვანის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა. საქმის პროკურორის ლევან ფიფიას განმარტებით, ბრალდებულის მამუკა ნიგურიანის დედა ვარდო ფალიანი პროცესზე ბევრჯერ დაიბარა, თუმცა ის პროცესზე არ გამოცხადებულა.

მოწმის იძულებით გამოცხადების შესახებ შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. ადვოკატის როზეტა შეროზიას თქმით, შეიძლება, დედას შვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა არ სურდეს.აღსრულება სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა როგორც პროცესზე ითქცა ფალიანი აზმეტის რაიონის, სოფელ ფიჩხოვანიდან უნდა ჩამოიყვანონ, რადგან ის მესტიაში არ იმყოფება.

მკვლელობის შემდეგ მან მესტია დატოვა შემდეგ პროცესზე, რომელიც 26 მარტს გაიმართება, ორ მოწმეს – ვარდო ფალიანს და ექსპერტს ბადრი სარჩიმელიას მოუსმენენ. ამ დრომდე არ დაკითხულა გარდაცვლილი ლომარ ნიგურიანის შვილი, რომელიც მკვლელობის უშუალო მოწმეა.

ბრალდების მხარის განმარტებით, მას არ სურს ჩვენების მიცემა და იძულების წესით ვერ გამოიძახებენ გამომდინარე იქიდან, რომ ის არასრულწლოვანია.

ცნობისათვის, 2017 წლის 25 დეკემბერს მესტიის საკრებულოს წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლომარ ნიგურიანი ცეცხლსასროლი იარაღით საკუთარ ეზოში მოკლეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით 108-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული ჯერ არ დაუკავებიათ და ის მიმალვაშია.

Related posts

ანი წითლიძეს და გიორგი პატარაიას 2 000 ლარიანი გირაო შეეფარდათ

რედაქტორი

პროკურატურა: მოქალაქეებს ზუგდიდისა და ხობის რაიონებში მდებარე უკანონოდ ჩამორთმეული 67 მიწის ნაკვეთი დაუბრუნდებათ

რედაქტორი

ზუგდიდის ყოფილი მერის საქმეზე საქალაქო სასამართლოს განჩინება დაცვის მხარემ გაასაჩივრა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი