STV
ექსკლუზივი

საფრანგეთი, გარდაცვლილი ზუგდიდელი მამაკაცის ცხედრის გადმოცემას აჭიანურებს

საფრანგეთში, 10 თებერვალს ბორდოსთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაცვლილი 38 წლის თენგო გაბედავას ოჯახი ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართავს. მათი განცხადებით,მას შემდეგ ზუსტად 40 დღე გავიდა, თუმცა ჭირისუფალმა გარდაცვლილის დატირება დღემდე ვერ შეძლო.

,, დღეს ზუსტად 40 დღე შესრულდა მისი გარდაცვალებიდან, ჩვენ კი ჯერ საიმედო საფრანგეთიდან არაფერი შეგვიტყვია. საფრანგეთის მხარე საქართველოში ცხედრის გადმოსვენებაზე ჯერ კიდევ უარს აცხადებს. მიზეზი კი მრავალმოქმედებიანი ბიუროკრატიული სისტემა და პროცედურებია, რაც ფრანგული კანონმდებლობით ხორციელდება. დახმარებას ვითხოვთ. აღნიშნულის შესახებ ყველა ინფორმირებულია, თუმცა არავინ გვეხმარება,”- აცხადებენ გარდაცვლილის ნათესავები.

“მოსამართლის განჩინებით უნდა მოხდეს ცხედრის გადმოსვენება. მოსამართლე კი ჯერ შვებულებაში იყო და 18 მარტს გამოცხადდა სამსახურში. როგორც გვეუბნებიან, უნდა დაადგინოს ფრანგულმა კანონმდებლობამ, რამ გამოიწვია გარდაცვალება, ავტოავარიამ სინამდვილეში თუ სხვა მიზეზმა. ეს პროცედურება 40 დღეა იწელება. შევაწუხეთ საელჩოც, პარლამენტარები, ჩვენი მაჟორიტარები, თუმცა შედეგი ჯერჯერობით არ დამდგარა. დღეს ზუსტად 40 დღე გავიდა”-აცხადებს ერთ-ერთი ნათესავი, რომელმაც საკუთარი ვინაობის დასახელება არ ისურვა.

STV აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატს, მერაბ ქვარაიას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ საფრანგეთი  მოითხოვს გვამის იდენთიფიცირებას, ექსპერტიზებს, სპეციალურ საგამომძიებლო მოქმედებებს, რომელშიც რამდენიმე უწყებაა ჩართული.

„მოხდა ძალიან სამწუხარო ავტოსაგზაო შემთხვევა საფრანგეთში, კერძოდ ბორდოსთან ახლოს, რა დროსაც გარდაიცვალა ზუგდიდელი ახალგაზრდა კაცი. პირველი წუთებიდანვე ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულია საგარეო საქმეთა სამინისტრო – შესაბამისი დეპარტამენტი, საფრანგეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები – ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, კონსული, ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს ატაშე, ყველა ვინც უნდა იყოს ინფორმირებული და ჩართული ასეთ დროს.

მე პირადად ვსტუმრობდი გარდაცვლილის ოჯახს და კონტროლზე მყავს აყვანილი ეს საკითხი… მიუხედავად ამისა, მიცვალებულის გადმოსვენება ამ წუთამდე ვერ მოხერხდა. მთავარი სირთულეს წარმოადგენს მრავალმოქმედებიანი ბიუროკრატიული სისტემა და პროცედურები, რაც ანალოგიურ შემთხვევებში ხორციელდება ფრანგული კანონმდებლობით. აღნიშნული მოითხოვს გვამის იდენთიფიცირებას, ექსპერტიზებს, სპეციალურ საგამომძიებლო მოქმედებებს, რომელშიც რამდენიმე უწყებაა ჩართული. რადგანაც მიცვალებულს არ ქონდა თან იმ მომენტში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, საჭირო გახდა მთელი ამ პროცედურების დეტალური განხორციელება. ამ ეტაპზე ჩვენ ველოდებით მოსამართღლის საბოლოო თანხმობას მიცვალებულის გადასვენებასთან დაკავშირებით.

როგორც კი მორჩება ყველა ტიპის ექსპერტიზა, რაც დასრულების სტადიაშია, მოსამართლე გასცემს ამ ბრძანებას და პროკურატურის საბოლოო თანხმობით მოხდება მიცვალებულის გადმოსვენება საქართველოში.

უკლებლივ ყველა, ვისაც ევალება ამ პროცეცისთვის თვალის მიდევნება ან რაიმე ფორმით მისი დაჩქარება ონლაინ რეჟიმშია ჩართული , თუმცა საკითხის მეტად დაჩქარება ზემოთ აღნიშნული სირთულეების გამო შეუძლებელია. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ოჯახს ყოველდღიურად მიეწოდება ინფორმაცია. ვიმედოვნებთ, რომ ეს ყველაფერი უახლოეს დღეებში და საათებში დასრულდება”,-განაცხადა  მერაბ ქვარაიამ STV-თან.

Related posts

21 საუკუნის დახაუ ზუგდიდში – ყოფილი პატიმრის აღსარება [ექსკლუზივი]

რედაქტორი

ექსკლუზივი: ზუგდიდის მერია საკადრო ცვლილებებისთვის ემზადება – ვინ გახდება ვიცე მერი?

რედაქტორი

სამეგრელოში “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს ალექსანდრე მოწერელია ჩააბარებს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი