STV
მსოფლიო

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენის სიგრძე ერთი მეტრია

შვეიცარიული გამოცემა Tages-Anzeiger-ის ცნობით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში იმდენი კანდიდატი, რამდენიც წელს არის, არასდროს ყოფილა. სიაში 40-მდე კანდიდატია. იმისთვის, რომ სია საზოგადოებისთვის წარედგინათ, 4 ხელი გახდა საჭირო, „რადგან მისი სიგრძე დაახლოებით 80 სანტიმეტრია“.

თითქმის 50-მდე კანდიდატს არჩევნებში რეგისტრაციაზე უარი უთხრეს. კანდიდატების სია ფართოა: „დაწყებული მოქმედი პრეზიდენტით, კომიკოსი მსახიობი, სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომელი, დასრულებული ყოფილი მინისტრებითა და შეიარაღებული ძალების სადამკვირვებლო კავშირების მეთაურებით“, – წერს გამოცემა.

სტატიის თანახმად, რამდენადაც დიდია სია, იმდენად ცოტა ადამიანს სჯერა ამ არჩევნების. უკრაინელების მხოლოდ 12% ფიქრობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება.

“ქვეყნის ხელისუფლებას უკრაინელების მხოლოდ 9% ენდობა, რაც Gallup-ის ცნობით, სულაც არ არის მსოფლიოში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი”, – წერს გამოცემა.

Related posts

ფრანგი მომღერალი შარლ აზნავური 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

რედაქტორი

პარიზის მერი ანნ იდალგო უსახლკაროებს მერიის შენობაში შეიფარებს

რედაქტორი

ანა გომეში – საქართველოში ამომრჩევლებმა არეულობას სტაბილურობა არჩიეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი