STV
რეგიონი

წალენჯიხაში ფერმერთა მომსახურების ცენტრი გაიხსნა

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ (GHGA) წალენჯიხაში ,,ფერმერთა მომსახურების ცენტრი” გახსნა. აღნიშნული ცენტრი გახსნეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ცოტნე შონიამ.

ცენტრში შესაძლებელი იქნება თხილის კულტურის მოვლასთან დაკავშირებით სპეციალისტების უფასო რეკომენდაციების მიღება. ,,თხილის გადარჩენის პროგრამაში“ ჩართულ ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მაღრალი ხარისხის პესტიციდები შეღავათიანი პირობებით და ფასებით, მათ ადგილზე მოემსახურებიან კვალიფიციური კონსულტანტები.

,,თხილის გადარჩენის პროგრამის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია ახორციელებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და შპს ,,აგროჯორჯიას“ მხარდაჭერით, მომზადება გაიარეს აგრო-კონსულტანტებმა ,რომლებიც მოემსახურებიან თხილის მწარმოებელ ფერმერებს.

პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბებულ ფერმერთა ჯგუფებს გადაეცემათ მაღალეფექტური შესაწამლი აპარატები ,რომელთა მეშვეობითაც მოხდება აგროტექნიკური ღონისძიებების ფარგლებში რეკომენდირებული წამლობის სამუშაოების მაღალ დონეზე ჩატარება.

ფერმერთა მომსახურების ცენტრის გახსნას ადგილობრივი ფერმერები და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

Related posts

გდი-ს ყოფილი უფროსის ბაკურ გულუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

რედაქტორი

ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 22 აგვისტოს დაიწყება

რედაქტორი

რა პროექტები განხორციელდება სამეგრელოში? – საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა ზუგდიდში

რედაქტორი

დატოვე კომენტარი