STV
კულტურა

მომღერალი ოთო ნემსაძე სამეგრელოში ახალ კლიპს იღებს

ახალგაზრდა მომღერალი ოთო ნემსაძე სამეგრელოში “ევროვიზიაზე” წარსადგენ ახალ საიმიჯო კლიპს იღებს. გადაღებები კლიპისთვის ფოთში მიმდინარეობს. ხვალ კი გადამღები ჯგუფი კლიპის მეორე ნაწილს ენგურის ხიდზე გადაიღებს.

მომღერალს სამეგრელოში გადამღებ ჯგუფთან ერთად ფოლკლორული ანსამბლის “შავნაბადას” წევრებიც ახლავს.

კლიპზე რეჟისორი გიორგი ებრალიძე მუშაობს. გადაღება რამდენიმე დღეს გაგრძელდება და მისი პრემიერა აპრილის დასაწყისშია დაგეგმილი.

ცნობისათვის, ევროვიზიის სიმღერის რიგით 64-ე კონკურსის ქართველი მონაწილე ოთო ნემსაძე სცენაზე ხუთი ბექვოკალისტის – გიორგი კანანაძის, გიგა ჩიგოგიძის, დათო ცინცაძის, სპარტაკ შარიქაძისა და მიხეილ ჯავახიშვილის თანხლებით წარდგება. მომღერლები 2005 წელს დაარსებული ფოლკლორული ანსამბლის, „შავნაბადას“ წევრები არიან.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ ჯავახიშვილი 2018 წელს საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი „ირიაოს“ ერთ-ერთი წევრია.

Related posts

ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმში ევროპის მემკვიდრეობის დღეები დაიწყო

რედაქტორი

ზუგდიდში საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდა

რედაქტორი

ზუგდიდელი პოეტი ნიკა ლაშხია პოეზიაში “წინანდლის პრემიის” გამარჯვებული გახდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი