STV
ეკონომიკა

უკრაინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში – სასტუმრო ,,მეფე გორგასალი“ მონაწილეობს

უკრაინის წამყვან საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ’’UITT Ukraine2019 “, სხვა ქართულ კომპანიებთან ერთად, სასტუმრო ,,მეფე გორგასალი“-ც იღებს მონაწილეობას.  ღონისძებაში ტურიზმის ინდუსტრიაში აქტიურად ჩართული 366 კომპანიის 24 ქვეყანა,  უკრაინის 36 ქალაქი და რეგიონია წარმოდგენილი.

სასტუმროს გენერალური მენეჯერის ჯულია მგელაძის განცხადებით,  მსგავს გამოფენებში საქართველოს მონაწილეობა  მნიშვნელოვანია, რადგან ასეთი სახის ღონისძიებები ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას,  სიახლეების მოზიდვასა და ახალი ტურისტული მიმართულებების განავითრებს.

,,ძალიან საინტერესო და პროდუქტიულია ამ ფორმატის გამოფენა  კომპანიებისთვის, მეწარმეებისთვის, რადგან ასეთი შეხვედრები გვეხმარება  უფრო მეტი უცხოელი ვიზიტორი და გლობალური კომპანიები დავაინტერესოთ. აქ იბადება ახალი იდეები და ინიციატივები. გვაქვს შესაძლებლობა   უკეთ გავაცნოთ მათ ჩვენი კულტურა და ტრადიციები.  გვსურს, რომ მეტი ტურისტი მოვიზიდოთ  საქართველოში’’-განაცხადა ჯულია მგელაძემ.

უკრაინა საერთაშორისო გამოფენას ‘’UITT Ukraine2019’’  27-დან 30 აპრილის ჩათვლით მასპინძლობს.

Related posts

“სახელმწიფო არის გარანტი, რომ პორტის მშენებლობას შეფერხება არ ექნება”

რედაქტორი

მაჭავარიანი – 1 ნოემბრიდან, საბანკო სესხს მიიღებს ყველა, ვისაც გადახდის საშუალება ექნება

რედაქტორი

რა შემთხვევაში ვერ აიღებთ სესხს ბანკიდან? – 1 ნოემბრიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი