STV
რეკლამა

სენაკში, პირველი პრეზიდენტის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა

სენაკში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადებიდან 80 და ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის საყოველთაო რეფერენდუმიდან 28-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა. კვირეულის პირველ დღეს ქალაქის საჯარო ბიბლიოთეკამ უმასპინძლა.

1991 წლის 31 მარტს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას თაოსნობით ჩატარებულმა რეფერენდუმმა თვალსაჩინო გახადა ქართველი ხალხის ურყევი ნება საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის შესახებ.

,,დამოუკიდებლობა ერის ზნეობის გადარჩენაა და, ამდენად, თვით ერის გადარჩენაც“ – ამბობდა ამ ისტორიული მოვლენის სულისჩამდგმელი – საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რომლის განუზომლად დიდ ღვაწლსა და ქვეყნისათვის თავდადებაზე ისაუბრეს დღეს საჯარო ბიბლიოთეკაში.

სენაკის მუნიციპალიტეტი აქტიურად ჩაერთო საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადებიდან 80 და ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის საყოველთაო რეფერენდუმიდან 28-ე წლისთავისადმი მიძღვნილ კვირეულში, რომლის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები 31 მარტს დასრულდება.

Related posts

ნოქალაქევის საზაფხულო სკოლის პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

რედაქტორი

სალომე ზურაბიშვილი ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშების გახსნის ღონისძიებას დაესწრო

რედაქტორი

სალომე ზურაბიშვილი – საქართველოსთვის ახალი დიდგორი იწყება, ჩვენ ამ ბრძოლის წინაშე ვდგავართ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი