ხიბულას შემდეგ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ზუგდიდის მშენებარე ტაძარში იმყოფებოდა. ბიძინა ივანიშვილი ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტს, მეუფე გერასიმეს შეხვდა.
ბიძინა ივანიშვილმა ადგილობრივებს ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობაში დახმარება აღუთქვა
ბიძინა ივანიშვილი ზუგდიდს ესტუმრა, ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა მოინახულა და ადგილობრივებს სამშენებლო სამუშაოების დასრულებაში დახმარება აღუთქვა. ,,მე მგონი რომ ეს არის ნიმუში. ჩვენს ეკლესიას ისტორია აქვს და ეს ეკლესია ულამაზესია. ამაში მონაწილეობას აუცილებლად მივიღებ. ერთი მილიონი ვთქვი, მაგრამ არ შევჩერდები, ამაში მონაწილეობას სიამაყითაც მივიღებ“ ,- ბიძინა ივანიშვილი.
Gepostet von ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერები/Bidzina Ivanishvili am Samstag, 30. März 2019
უცნობია დეტალები თუ რაზე ისაუბრეს “ქართული ოცნების” თავჯდომარემ და მეუფე გერასიმემ. შეხვედრის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში დღეს აიტვირთა.