ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გამოაცხადა სარეზოლუციო ნაწილი, რითაც არ დააკმაყოფილა შპს “თაუნ პარკის” საჩივარი.
“თაუნ პარკმა” მას შემდეგ მიმართა სასამართლოს, როდესაც ზუგდიდის მერიამ 2019 წლის 3 იანვარს გამოსცა ბრძანება “თაუნ პარკთან” დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან “თაუნ პარკი” არ ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას.