STV
კულტურა

სენაკის მერიაში მსოფლიოში აღიარებულ დირიჟორს უმასპინძლეს

საქართველოს სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, მსოფლიოში აღიარებული ხელოვანი ვახტანგ მაჭავარიანი და ბიზნესმენი გიორგი დავითაია, დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერს ლევან კუპრეიშვილს, მერის პირველ მოადგილეს გრიგოლ ბაღათურიას, მერის მოადგილეს კახაბერ კუპრეიშვილს და განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის სპეციალისტს ირმა კუპრეიშვილს შეხვდნენ.

მუსიკოსი სენაკს კამერული მუსიკის ფესტივალის დაფუძნებასთან დაკავშირებით ეწვია. შეხვედრაზე განხილულ იქნა იდეის განხორციელების დეტალები.

“კულტურული ტრადიციებით გამორჩეული სენაკელებისთვის ეს იქნება კიდევ ერთი ძვირფასი შესაძლებლობა ფესტივალის დღეებში გახდნენ ხელოვნების ჭეშმარიტი დღესასწაულის თანამონაზიარნი” – აღნიშნა შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა და პროექტის განხორციელებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლა და რესტავრირების პროცესში მყოფი აკაკი ხორავას სახელობის სენაკის სახელმწიფო პროფესიულ-დრამატული თეატრი დაათვალიერეს.

Related posts

ანსამბლი “შავნაბადა” დანიაში კონცერტს გამართავს

რედაქტორი

დავით ცინცაძე – განცდა იყო ისეთი, როგორიც უნდა ჰქონოდა ევროპელ ქართველს

რედაქტორი

პოეტ ლაშა გახარიას სახლ-მუზეუმში ,,ლაშაობა” გაიმართა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი