STV
სპორტი

ჩხოროწყუს მერი გამარჯვებულ სპორტსმენებს შეხვდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა ა(ა)იპ ფეხბურთის ცენტრისა და კომპლექსური სასპორტო სკოლის დირექტორ რამაზ კოხიას, მთავარ მწვრთნელ მასწავლებელ გერონტი მამფორიას , ნორჩ კარატისტებს , მშობლებს შეხვდნენ და საერთაშორისო ტურნირში მიღწეული წარმატება მიულოცეს მათ.

დათო გოგუა სპორტსმენების საჭიროებებს, მათ სამომავლო გეგმებს გაეცნო და კარატისტებს მხარდაჭერა აღუთქვა. 23 -24 მარტს ქალაქ თბილისში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი ,,OPEN TBILISI -2019” ,რომელშიც 10 ქვეყნის 700-ზე მეტ სპორტსმენთან ერთად ჩხოროწყუს სასპორტი სკოლის კარატისტები მონაწილეობდნენ.

ჩხოროწყუელმა კარატისტებმა ტურნირში 2 პირველი, 3 მეორე და 4 მესამე ადგილები დაიკავეს. შეჯიბრება წლოვანებისა და წონითი კატეგორიების მიხედვით გაიმართა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს სპორტსმენებს გამარჯვებას და მორიგ წარმატებებს უსურვებს მათ.

Related posts

ჩხოროწყუს მერი სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებულებს შეხვდა

რედაქტორი

ფოთში, რაგბის სტადიონ პარკი “არენაზე” 18 წლამდელ აღმოსავლეთის და დასავლეთის მორაგბეთა მატჩი გაიმართა

რედაქტორი

ზუგდიდში, ბაიას ბაზაზე მწრთვნელთა გადამზადების კურსები მიმდინარეობს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი